გახდი ჩვენი ბინადარი
ტელეფონი:
+995 570 702 702
+995 596 702 702
სიახლეე
ბი
ბაქოში მიწვეულ დეველოპერულ კომპანია “ბინადარს” სამომავლო პროექტები საზღვრებს გარეთ გააქვს
გამოქვეყნდა: 2018-08-30
უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენა Rec-Expo ბაქოში 28, 29, 30 ნოემბერს ჩატარდება. საქართველოდან გამოფენაში მონაწილეობას დეველოპერული კომპანია „ბინადარი“ (www.rec-expo.net) მიიღებს.

ბაქოში დაგეგმილ აღნიშნულ გამოფენაზე „ბინადარი“ წარადგენს როგორც მიმდინარე პროექტს - „ბინადარი ჟვანიაზე”, ასევე სამომავლო პროექტებსაც: „ბინადარი ლისზე“, „ბინადარი ბაკურიანში“ - სასტუმროს ტიპის აპარტამენტები და კოტეჯის ტიპის აპარტამენტები (2018-2019 წლები).

„უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენა ჩვენი კომპანიისთვის ერთგვარი გამოწვევა და უდიდესი პასუხისმგებლობაა. თუმცა ვთლი, რომ ბინადარი ამ გამოწვევისთვის მზადაა. ჩვენს მიერ დასრულებული პროექტების ვიზუალი, ხარისხი და დათქმული ვადები საშუალებას გვაძლევს დავიწყოთ ახალი მშენებლობები, რომლებსაც შევთავაზებთ როგორც საქართველოს მოსახლეობას, ასევე მეზობელი ქვეყნების მობინადრეებსაც “, - განაცხადა დეველოპერული კომპანია „ბინადარის“ კომერციულმა დირექტორმა, თეო გოგობერიშვილმა.

დეველოპერული კომპანია „ბინადარი“ უძრავი ქონების ბაზარზე 2014 წლიდან დღემდე აქტიურად მოღვაწეობს. კომპანიამ დაასრულა 2 საცხოვრებელი კორპუსი: „ბინადარი ნუცუბიძეზე“ (ნუცუბიძის N129, დასრულების თარიღი 2016 წლის აგვისტო) და „ბინადარი ცაგარელზე“ (ცაგარელის N3, დასრულების თარიღი 2017 წლის სექტემბერი). ამჟამად მიმდინარე პროექტებია: „ბინადარი დადიანზე“ (ც.დადიანის N63 „ა“ და „ბ“ ბლოკი, დასრულების თარიღი 2018 წლის მარტი) და პროექტი „ბინადარი ჟვანიაზე“ (ნ.ჟვანიას N3, დასრულების თარიღი 2019 წლის სექტემბერი).

როგორც კომპანიაში აცხადებენ, მათთან შეკრებილ გუნდს სამშენებლო სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია. გამოცდილი არქიტექტორებისა და დიზაინერების შრომის შედეგად ყველა მობინადრეს კომფორტულად და უსაფრთხოდ ცხოვრების საშუალება ეძლევა.

მათივე თქმით, კომპანია უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდება მომხმარებლის მოთხოვნებს, ორიენტირდება მშენებლობის ხარისხზე , ნაკისრი ვალდებულებების პირნათლად და დროულად შესრულებაზე და ცდილობს მუდმივად განავითაროს მომსახურების ხარისხი.

გამოცდილება და საიმედოობა - ეს არის კომპანია „ბინადარის“ წარმატების საწინდარი.

სტატია შეგიძლიათ ასევე იხილოთ მისამართზე: http://commersant.ge
შეუკვეთე ზარი

სხვა სიახლეები
ბინადარი
გამოქვეყნდა: 2018-09-12
ამბერკი ტაბიძე
გამოქვეყნდა: 2018-12-11