გახდი ჩვენი ბინადარი
ტელეფონი:
+995 570 702 702
+995 596 702 702
სიახლეე
ბი
რატომ შეყოვნდა პროექტის „ბინადარი ლისზე“ მშენებლობის დაწყება
გამოქვეყნდა: 2018-06-11

„ბინადარი ლისზე“ დეველოპერული კომპანია ბინადარის ახალი, ეკო პროექტია, რომელიც როგორც ეკონომიურ ფასს, ისე ეკოლოგიურად სუფთა გარემოს გულისხმობს. კომპანიამ ამ პროექტის წინასწარი გაყიდვები 2018 წლის მარტში დაიწყო, ხოლო უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები აპრილში დააანონსა.

პროექტი თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში 2018 წლის 16 თებერვალს შეთანხმდა და ამავე წლის 4 აპრილს მოთხოვნილ იქნა მშენებლობის ნებართვაც, რაც 5 დღის ვადაში უნდა დაკმაყოფილებულიყო, რადგან კომპანიის მხრიდან არ არსებობდა რაიმე შემაფერხებელი გარემოება. გაურკვეველი მიზეზების გამო,  მერიის მხრიდან ერთი თვის განმავლობაში არაერთხელ  მოხდა მშენებლობის ნებართვაზე პასუხის გაცემის გადავადება, გადაწყვეტილებით: „საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად და ობიექტური გადაწყვეტილებების მისაღებად, აუცილებელია ინდ.აქტის გამოსაცემად კანონმდებლობით გათვალისწინებულზე მეტი ვადა“ . (13 აპრილიდან 15 მაისამდე მერიისგან კომპანიამ 6-ჯერ მიიღო ერთი და იგივე პასუხი).

ჩვენი მოლოდინის პარალელურად, 4 მაისს მერიამ თბილისის გენ.გეგმაში ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე კომპლექსური კვლევისა და მის საფუძველზე „ჩარჩო გეგმის“ შემუშავებამდე, 6 თვის ვადით შეიზღუდა მიწის ნაკვეთების ნებისმიერი ფორმით სამშენებლოდ განვითარება.

სამწუხაროდ ბინადარის პროექტი ამ საზღვრებში მოექცა, რის საფუძველზეც კომპანიამ მშენებლობის დაწყების ნებართვაზე უარი მიიღო. ამ 6 თვიანი კვლევითი ვადის ამოწურვის შემდგომ ბინადარი ავტომატურ ნებართვას მიიღებს მშენებლობის დასაწყებად, ვინაიდან მერიას სხვა შემაფერხებელი საფუძველი არ გააჩნია.

ბინადარი კანონის ფარგლებში ყველა ღონეს ხმარობს, რათა მოლოდინის დრო მინიმუმამდე შეამციროს, თუმცა არსებული შეფერხების გამო ამ პროექტის პირველი კორპუსის მშენებლობის დასრულების ვადა 3 თვით გადაიწევს.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, ერთ თვიანი პაუზის შემდეგ, ბინადარი კვლავაც აგრძელებს გაყიდვებს პროექტის „ბინადარი ლისზე“ შეცვლილი ფორმატით: ბინის შეძენის მსურველებს შეუძლიათ ერთი კვ.მ.- ის ფასად დაჯავშნონ ბინა და დაიწყონ გადახდა მშენებლობის დაწყებისთანავე, რაც საშუალებას მისცემს ჩვენს მომავალ მობინადრეებს შეინარჩუნონ დღევანდელი შეღავათიანი ფასი.

დეველოპერული კომპანია ბინადარი მადლობას უხდის ლისის პროექტის მომავალ მობინადრეებს ერთგულებისთვის, რომლებმაც წინასწარი გაყიდვების აქციის ფარგლებში შეიძინეს ბინა, მთელი ამ ხნის მანძილზე გვერდში გვედგნენ და გაგებით მოეკიდნენ მიმდინარე პროცესებს. ვიმედოვნებთ, რომ მათ ნდობას მალე გავამართლებთ.

ბინადარი - გამოქვეყნდა: 2018-09-12
ბინადარი "Real Estate Expo 2018" -ზე! - გამოქვეყნდა: 2018-06-09
ამბერკი ტაბიძე - გამოქვეყნდა: 2018-12-11
ბინადარი როგორც ბრენდი - გამოქვეყნდა: 2018-06-11
შეუკვეთე ზარი

სხვა სიახლეები
მომავალი ბინადარი
გამოქვეყნდა: 2018-08-29
ამბერკი ტაბიძე
გამოქვეყნდა: 2018-12-11